წესდება

ვებგვერდის სამომხმარებლო შეთანხმება

 

ვებგვერდი ‘’hogeorgia.com’’ წარმოადგენს საქართველოს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს.

თუ თქვენ შეგიძლიათ ვებ-გვერდით სარგებლობა და საიტზე თქვენი კომპანიის ან მომსახურეობის შესახებ განცხადების დამატება, თქვენ ეთანხმებით საიტის წესდებას.თუ არ ეთანხმებით ვებ-გვერდის შემოთავაზებულ წესებს,შესაბამისად ვერ შეძლებთ საიტით სარგებლობას.

ტერმინთა განმარტებები

საიტიდავებგვერდი“ hogeorgia.com – საქართველოს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი. 

მომხმარებელი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი,რომელიც სარგებლოს საიტით (პირი,რომელიც ანთავსებს განცხადებას საიტზე ან მოიძიებს მისთვის საჭირო ინფორმაციას).

ადმინისტრაცია“ – საიტის მმართველი კომპანია ან/და მისი წარმომადგენელი.

განცხადება“ – საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ განთავსებული

ინფორმაცია მისი პროდუქციის ან/და მომსახურების შესახებ.

შეთანხმების ძირითადი პირობები

  1. ‘’hogeorgia.com’’ არის ინფორმაციული საიტი და ვებგვერდზე რეგისტრირებული არც ერთი კომპანია არ არის საიტის ადმინისტრაციის მფლობელობაში. საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს კომპანიების, ფიზიკური პირების,იურიდიული პირების მიერ, ვებგვერდზე ატვირთულ „მიტაცებულ ან მითვისებულ“ ფოტო-ვიდეო მასალაზე.

2.საიტის ინფორამაციული ბაზის შექმნაზე ზრუნავს საიტის ადმინისტრაცია. კომპანიის დამატების შემთხვევაში ორგანიზააციის წარმომადგენელი ელფოსტის მეშვეობით მიიღებს შეტყობინებას, რის შემდეგაც ინფორმაციული პრობლემის შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია განახლებულ ინფორმაციას ატვირთავს .

 

 

  • მომხმარებლის უფლებები

 

 

1.1 მომხმარებელს,რომელიც ხელმძღვანელობს ნებისმიერი ტურისტული სახის კომპანიას, უფლება აქვს განათავსოს საკუთარი განცხადება საიტზე. 

1.2 ‘’hogeorgia.com’’-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 2020 წლის 1 მაისამდე მომხმარებელს უფლება აქვს შესაბამის კატეორიაში უფასოდ განათავსოს განცხადება. 

1.3   მომხმარებელი, რომელიც თავის სასარგებლოდ ან სხვის საზიანოდ, მიითვისებს ან მიიტაცებს საიტზე არსებულ ფოტო-ვიდეო ან ბეჭდურ მასალას, ადმინისტრაციის მხრიდან ჩაითვება კიბერ-დანაშაულად და დაისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  1. მომხმარებლის ვალდებულებები

2.1 მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ვებგვერდის მოხმარების წესები და

პირობები;

2.2 მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად განაახლოს განცხადება კომპანიაში არსებული ცვლილებების შესახებ. 

2.3 საიტზე განთავსებული განცხადება უნდა იყოს რეალური და შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს

2.4 მომხმარებელი ვალდებულია საიტზე გამოიყენოს მხოლოდ ერთი ანგარიში. 

2.5 მომხმარებელი ვალდებულია სრულყოფილად შეავსოს ყველა ის ველი, რომელიც

მოცემული აქვს ვებგვერდის ადმინისტრაციას;

2.6 მომხმარებელი,რომელიც დარეგისტრირდება საიტზე ვალდებულია არ განათავსოს არათემატური განცხადებები.

2.7 მომხმარებელი ვალდებულია განცხადების დამატებისას ინფორმაცია განათავსოს

შესაბამის კატეგორიაში;

2.8 მომხმარებელი ვალდებულია არ განათავსოს ვებ-გვერდზე დუბლირებული

განცხადებები.

 

 

  • ვებ-გვერდის ადმინისტრაციის უფლებები

 

 

3.1 ვებ-გვერდის ადმინისტრაციას უფლება აქვს რეგისტრირებული მომხმარებლებისგან

მოითხოვოს მოხმარების წესებისა და პირობების დაცვა;

3.2 იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი საიტის წესებს დაარღვევს, ვებგვერდის ადმინისტრაციას უფლება აქვს ხარვეზის გამოსწორებამდე შეუჩეროს საიტზე განცხადების ატვირთვის უფლება.

3.3 წესების დარღვევის აღმოჩენისთანავე ადმინისტრაცია მომხმარებელს ტელეფონის ან ელფოსტის მეშვეობით შეატყობინებს დარღვევის შესახებ, რის შემდეგაც თუ კი მომხმარებელი 1 სამუშაო დღეში ხარვეზს არ გამოასწორებს ის ვეღარ შეძლებს საიტით სარებლობას.

  1. ვებგვერდის ფასიანი სერვისების პირობები

 

4.1 მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს იფორმაცია საიტის ფასიანი სერვისების შესახებ და ისარგებლოს მისთვის სასურველი ვადით

4.2 ფასიანი სერვისების შესახებ მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს საიტის ადმინისტრაციას  hogeorgia.cominfo@gmail.com.

4.3ადმინისტრაციას აქვს უფლება შეცვალოს ფასიანი სერვისების პირობები და ფასები

მოხმარებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

 

  1. თანხის დაბრუნების პოლიტიკა

 

5.1 საიტის ადმისტრაციასთან შეთანხმებული ფასიანი სერვისებისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ,

5.1.1 მომხმარებელს ჩარიცხული თანხა სრულად აქვს ბალანსზე და თანხა (სრულად ან

ნაწილობრივ) თუ საიტის მომსახურე ჯგუფს არ უმუშავია კონკრეტულ ქეისზე.

5.1.2 თანხა ბრუნდება თუ კი ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო სერვისის განხორციელება,

5.2 თანხის დაბრუნება ხდება მომხმარებლის მიერ ელ-ფოსტაზე  წერილობითი განცხადების საფუძველზე. hogeorgia.cominfo@gmail.com

5.3 თანხის დაბრუნება ხდება სრულად მომხმარებლის იმავე ანგარიშზე, საიდანაც

მოხდა თანხის ჩარიცხვა;

5.4 თანხის დაბრუნება ხდება წერილობითი მიმართვის მიღებიდან არაუგვიანეს 1

სამუშაო კვირაში

  1. საიტის ვიზიტორების მხრიდან მომხმარებლის შეფასება/კომენტარი

6.1 საიტის წესების მიღება  შესაბამისად ნიშნავს,თანხმობას საიტის

ვიზიტორების მხრიდან მისი საქმიანობის შეფასებაზე/კომენტირებაზე;

6.2 ადმინისტრაციას უფლება აქვს ვიზიტორების მიერ გაკეთებული

შეფასებები/კომენტარები გამოაქვეყნოს საიტზე მოდერაციის გავლის შემდეგ ან

მოდერაციის გარეშე;

6.3 მომხმარებელს უფლება აქვს საიტის ადმინისტრაციასთან გაასაჩივროს შეფასება ან კომენტარი თუ კი  შეფასება/კომენტარი შეიცავს

შეურაცხმყოფელ ინფორმაციას, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ

წესებს ან მომხარებელი თვლის, რომ შეფასება შეიცავს ცრუ ინფორმაციას

6.4 ადმინისტრაცია მომხარებლის მიერ გასაჩივრებულ შეფასებაზე/კომენტარზე

გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევის განხილვის

შემდეგ.

 

  1. წვდომა კომპანიის მონაცემების ხილვადობაზე:

7.1 საიტის მონაცემთა ბაზაში არსებული მომხმარებლების საკონტაქტო ინფორმაცია,

აღწერა, ფოტო გალერეა, სერვისები, პროდუქცია, ფასები, ხელმისაწვდომია საიტის

ნებისმიერი მომხმარებლისათვის.

ადმინისტრაციას უფლება აქვს საიტის სამოხმარებლო შეთანხმებაში ნებისმიერ დროს

შეიტანოს ცვლილებები საკუთარი ინიციატივით ან/და საქართველოს

კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მიხედვით